EN
GE
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის I შუალედური ანგარიში
26 ივლისს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის  - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი. 


ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების ტენდენციაზე. მართალია, საარჩევნო კოდექსით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა, ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური პროექტების დაწყების 8 ფაქტი გახდა ცნობილი.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალე... by Tuta Chkheidze on Scribd


<< უკან
25.07.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted