EN
GE
'სამართლიანმა არჩევნებმა' თერჯოლის მუნიციპალიტეტის კონკურსის მიღმა დარჩენილ პირებს იურიდიული კონსულტაცია გაუწია
2015 წლის 5 მარტს, ,,სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის ოფისში  გაიმართა შეხვედრა გაიმართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობსა და საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებთან, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოისმინეს კონკურსანტების პრეტენზიები  თერჯოლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის შესახებ.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავდაპირველ შემადგენლობას ხელმძღვანელობდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ გურგენიძე, თუმცა, საკრებულოს თავჯდომარის  თანამდებობიდან  გადადგომის შემდეგ, აღნიშული კომისია დაიშალა. ახალიკომისიის თავჯდომარედ დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე.  კომისიის საქმიანობა  საჯაროობის პრინციპის  დარღვევით მიმდინარეობდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ კომისიის მიერ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირების უფლება შეეზღუდათ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებსაც. პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს არც თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსაც, რომელმაც ერთი დღით ადრე მიმართა საკონკურსო-საატესტაციო კომისია ნებართვის მისაღებად.

2015 წლის 4 მარტს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის  მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსატთა ნაწილმა  არაობიექტურად შეაფასა. გამგეობის წინ გამართულ აქციაზე ისინი მოითხოვდნენ   კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების  გაუქმებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის  თავჯდომარის გადადგომას. 

,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან საუბარში კონკურსში მონაწილე 10-მდე პირმა განაცხადა, რომ მათი შერჩევა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დარღვევით მოხდა. კერძოდ, მათი განცხადებით, კონკურსანტებს კომისიის წევრებმა გასაუბრების პროცესში შეკითხვები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობიდან დაუსვეს და არა საკონკურსო დებულებით განსაზღვრული სხვა სფეროებიდან. კერძოდ, კომისიას არ უხელმძღვანელია  გასაუბრების შეფასების ფორმის მიხედვით, რაც კომისიის დებულებით1  იყო განსაზღვრული და დამატებით კანდიდატის უნარ-ჩვევების შემოწმებას  მოითხოვდა. 

კონკურსანტების თქმით, კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კონკურსანტთა პოლიტიკური კუთვნილება იყო. ისინი პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდნენ, სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარი თქვა მონაწილეთა წარდგენაზე. კონკურსანტებმა 2015 წლის 5 მარტს  მიმართეს საპრეტენზიო კომისიას  გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. წარდგენილი განცხადების განსახილველად კომისიას კანონმდებლობით  3 სამუშაო დღე აქვს2

,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კონკურსისა და ატესტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ღიად და საჯაროდ წარიმართოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომები. მაქსმალურად უზრუნველყონ  თანასწორობის პრინციპი. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა შეფასება წინასწარ დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების გვერდის ავლით, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური და პიროვნული ნიშნით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

,,სამართლიანი არჩევნები” გამოხატავს მზადყოფნას იურიდიული კონსულტაციით დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ატესტაცია/გასაუბრების პროცესში მისი უფლებები დაირღვა.


 
  იხ.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N37 დადგენილება.
  იხ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილება N412, მუხლი. 15.
 


<< უკან
09.03.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted