EN
GE
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიში

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. საანგარიშო პერიოდში "სამართლიანი არჩევნების" მიერ იდენტიფიცირებული იქნა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 7, მუქარისა და ზეწოლის 17 (მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის - 1, მოქალაქეებზე ზეწოლის - 6 და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის 10 შემთხვევა), პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 4, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 7, მოსყიდვის 5 შემთხვევა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 57, "ქართულმა ოცნებამ" - 105, "ახალმა მემარჯვენეებმა" - 34, ხოლო "ქრისტიან დემოკრატებმა 11 საჯარო შეხვედრას გაუკეთა ორგანიზება. 2012 წლის ივნისის თვეში საქართველოში პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდა, პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო ინტენსიურად ხვდებოდნენ ამომრჩევლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა, იმატა, ასევე, ძალადობრივმა ფაქტებმაც: მუქარამ და ფიზიკურმა დაპირისპირებამ პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის. აღნიშნული ტენდენციები უარყოფითად არის შეფასებლი, ასევე, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში, რომელიც დელეგაციამ 2012 წლის 29 ივნისს გამოაქვეყნა. დელეგაციის ანგარიშში საარჩევნო გარემოს ზოგადი მიმოხილვისა და კონკრეტული რეკომენდაციებთან ერთად, დელეგაცია შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსტრუქციული დიალოგის თითქმის არ არსებობის გამო. ანგარიშში, ასევე, საუბარია პოლიტიკური დისკუსიებისას გამოყენებულ სიძულვილის ენაზე, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლისა და კამპანიის ხარჯების არასწორი ხარჯვის შესახებ.

2012-Parliamentary Elections Pre-election Monitoring Findings Third Interim Repor GEO


<< უკან
13.07.2012


Print
All rights reserved & Design is copyrighted