EN
GE
'ეს შენ გეხებამ' აქცია გამართა
19 დეკემბერს, კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილეებმა პარლამენტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მოქალაქეების ინტერნეტ და სატელეფონო მონაცემებსა და კომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩა.

აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართა. პარლამენტის შენობიდან ოპერისა და ბალეტის თეატრამდე აქტივისტები პლატაკებით და სასტვენებით ხელში იდგნენ და ნახევარი საათის მანძილზე სტვენით აპროტესტებდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებას.



<< უკან
19.12.2014


Print
All rights reserved & Design is copyrighted