EN
GE
2014 ადგილობრივი თვითმმართველობა
11 ივლისი, 2014
2014 წლის 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს ყველა (28) საარჩევნო ოლქში, ხმის პარალელური დათვლის (PVT) მეთოდის გამოყენებით.
11 ივლისი, 2014
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი ერთი ფაქტი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან.
ასევე, თერჯოლის გამგებლის მოადგილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას სოფ. ჭოგნარის რწმუნებულზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. 

8 ივლისი, 2014
რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკვირაო ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო, როდესაც  ის ფართოდ შუქდება მედია საშულებების მიერ. 
7 ივლისი, 2014
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრების მხრიდან წუხილის საგანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების „არაკომპეტენტურობა“ აღმოჩნდა. ნაცვლად რეალურ პრობლემებზე მსჯელობისა, ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკით შეეცადა ყურადღების გადატანას მნიშვნელოვანი პრობლემებიდან, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა.  

30 ივნისი, 2014
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 29 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების მონიტორინგი ცხრა საარჩევნო ოლქში განახორციელა 14 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 9 ოლქის დამკვირვებლისა და 4 მობილური ჯგუფის მეშვეობით. 
 
29 ივნისი, 2014
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად და ორგანიზებულად. ხმის მიცემისა და უბნის დახურვის დროს, მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მცირე ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. 
წინა |  1  [2]  3  4  5  6  7  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted