EN
GE
2013 საპრეზიდენტო
27 ოქტომბერი, 2013
,,სამართლიანი არჩევნების’’ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად,  17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 38.2% (+/-1.1% ცდომილების ხარისხით). ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 52.1 პროცენტს შეადგენდა. 

27 ოქტომბერი, 2013
,,სამართლიანი არჩევნების’’ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად,  12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 16.8% (+/-0.6% ცდომილების ხარისხით). ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 25.5 პროცენტს შეადგენდა. თბილისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 15.2%-ია, ხოლო 2012 წელს 12 საათისთვის ამორჩეველთა აქტივობა თბილისის მასშტაბით 24%  იყო.
27 ოქტომბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა უბანზე შესვლისა და დაკვირვების განხორციელების საშუალება.  
26 ოქტომბერი, 2013
დღეს, მედიაცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.
24 ოქტომბერი, 2013
 „დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ორი ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მოქალაქეზე. ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამ ფაქტს  „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების, ასევე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტის მიმართ.“ - ამბობს ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.
24 ოქტომბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) განაგრძობს 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და წარმოგიდგენთ მოიტორინგის მეექვსე და ბოლო შუალედურ ანგარიშს. ანგარიში მოიცავს  2013 წლის 7 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს. ასევე, ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტებს მიერ გამართული წინასაარჩევნო ღონისძიებებისა და გაცემული დაპირებების თაობაზე.
22 ოქტომბერი, 2013
სიმულაცია ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმულაციამ წარმატებით ჩაიარა, რადგან დამკვირვებელთა 99,7%-მა ანგარიშგება წარმატებულად განახორციელა.
22 ოქტომბერი, 2013
2013 წლის 20 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი ავღანეთში №1 საარჩევნო უბანზე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისია) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდა. 
წინა |  1  [2]  3  4  5  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted