EN
GE
2016 საპარლამენტო არჩევნები
23 აგვისტო, 2016
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პეროდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2016 წლის 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს. 

23 აგვისტო, 2016
23 აგვისტოს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს. 
21 აგვისტო, 2016
19 აგვისტოდან დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა, რომელიც კანონის თანახმად, 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 
14 აგვისტო, 2016
14 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ცესკოს საჩივრით მიმართავს, რომლის თანახმადაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია პარტია „ცენტრისტების“ მიმართ, უკანონო აგიტაციის ფაქტის გამო, ადმინისტრაციული სანქციის გატარებასა და  შესაბამისად, უკანონო პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვას მოითხოვს.
11 აგვისტო, 2016
2016 წლის 20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერმა, თემურ ხაჩიშვილმა ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლისას ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ვისაც სურს 400 ლარიანი ე.წ. რუსული პენსიის მიღება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს პარტია "ცენტრისტების" ოფისში ქალაქ რუსთავში.
29 ივლისი, 2016
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ამგვარი განმარტება წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის არაგონივრულად ვიწრო განმარტებას, რაც შემდგომში წაახალისებს პარტიების მიერ ააიპ-ების საშუალებით ქველმოქმედების გაწევას და მათი მიერ პარტიის სასარგებლოდ პირდაპირ თუ ირიბ აგიტაციას, რაც პოლიტიკური კორუფციის საშიშ ფორმას წარმოადგენს. 
25 ივლისი, 2016
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის  - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი. 
25 ივლისი, 2016
26 ივლისს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.



21 ივლისი, 2016
მივმართავთ პროცესში ჩართულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს, გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები. 
წინა |  1  2  3  4  [5]  6  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted