EN
GE
სიახლეები
9 იანვარი, 2019
კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა.
ვრცლად
29 დეკემბერი, 2018
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება. საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
ვრცლად
27 დეკემბერი, 2018
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას.
ვრცლად
24 დეკემბერი, 2018
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა. დღეს საბჭომ, უხეში პროცედურული დარღვევებით, წინასაახალწლო პერიოდში და დაჩქარებული წესით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ვრცლად
20 დეკემბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგს პირველად ახორციელებს. არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მზარდი როლი და გავლენა ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესმა ცხადად წარმოაჩინა.
ვრცლად
არქივი
All rights reserved & Design is copyrighted